Medea statue in Batumi, Georgia
1. მოიშორებდა ტახტის მოცილეს და
2. ბერძნებს ექნებოდათ „სამართლიანი“ ომის საბაბი.
იაზონისა და აიეტის შეხვედრისას გამართული დიალოგისას ირკვევა, რომ კოლხებს სხვა მტრებიც ჰყავთ სავრომატების სახით1. არგონავტების წინამძღოლი მათ წინააღმდეგ გალაშქრების პირობას აძლევს ჭარმაგ მეფეს ოქროს საწმისის სანაცვლოდ და ფაქტიურად, ორი დაპირისპირებული მხარის დიალოგი პოლიტიკური ვაჭრობის სახეს იღებს.
ძველ
ურარტულ და ასურულ წარწერებში აღწერილი არის ამ ქვეყნების მეფეთა ლაშქრობები დიაოხში.
ეს იყო იმ ეპოქის მეორე ქართულ სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით
კოლხეთისთვის ერთგვარი დამცავი ფარის ფუნქციას ასრულებდა. როგორც აღნიშნული წყაროები
გვამცნობენ, ამ მიმართულებიდან ქართულ ტომებს და შესაბამისად კოლხებს კიდევ ორი ძლიერი
იმპერია ავიწროვებდა6.
კოლხები ცნობილი დილემის წინ იდგნენ, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ომსა და მშვიდობას შორის. შევეცადოთ, ამ გადასახედიდან გავაანალიზოთ კოლხებისა და მედეას ქმედებები. პირდაპირი შეჯახება ბერძნებთან აიას კარგს არაფერს უქადდა. ტროას ომის მაგალითით თუ ვიხელმძღვანელებთ, დაახლოებით 100 000-იან ჯართან დაპირისპირება, რომელიც მზად იყო მრავალწლიანი საბრძოლო მოქმედებებისათვის, დამანგრეველ შედეგებს მოიტანდა. სავრომატები და სხვა ჩასაფრებული მტრებიც არ დააყოვნებდნენ და სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდნენ კოლხთა სამეფოს.
ასეთი შედეგების მომტანად ისახება პირდაპირი
შეჯახების - ომის გზა, რომელზეც აიელებმა უარი თქვეს. მათ ბერძნებთან გლობალური
შეტაკების თავიდან ასაცილებლად თითქმის იგივე ხერხები გამოიყენეს, რაც
„თავისუფლების ბანაკმა“ „ცივი ომის“ პერიოდში. საინტერესო პარალელების გავლების
საშუალებას იძლევა აიას „თავდაცვის სისტემის“ ის კომპონენტები, რამაც თავზარი
დასცა ბერძნებს და კოლხეთზე თავდასხმის სურვილი დაუკარგა, მითიური დრაკონი,
რომელიც ოქროს საწმისს იცავდა და დრაკონის კბილებიდან აღმოცენებული უძლეველი
მეომრები. მიზანი და ეფექტი დაახლოებით ისეთივე იყო, რაც „ცივი ომის“ ეპილოგში ჰქონდა
ამერიკულ „სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის“2 პროგრამას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის დამცავი
ფარი უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი სამხედრო სპეციალისტის აზრით, ამ პროგრამის არსის
უფრო ზუსტად წარმოდგენას მეტად შეესაბამება სახელწოდება „ინიციატივიანი თავდაცვის
სტრატეგია“, რაც გულისხმობს არა პასიურ, არამედ აქტიურ ქმედებებს და საჭიროების
შემთხვევაში თავდასხმასაც კი. კოლხების თავდაცვის სტრატეგია სწორედ ასეთად წარმოგვიდგება:
·
ისინი გაურბიან
დამღუპველ გლობალურ ომს, რადგან უფრთხილდებიან საკუთარ ხალხს და ქვეყანას;
· თავიანთი თავდაცვის
საშუალებების სიძლიერეს ზოგჯერ გადამეტებულადაც კი წარმოაჩენენ და ამით ცდილობენ
დამყრობელს ხელი ააღებინონ თავდასხმაზე;
· მიისწრაფიან მეზობლებთან
მშვიდობიანი თანაცხოვრებისაკენ - უზიარებენ მათ თავიანთ მიღწევებს
მიწათმოქმედებაში, მედიცინასა და სხვა სფეროებში, რათა გააუმჯობესონ მათი ცხოვრება
და შეცვალონ მათი მისწრაფებები;
· მაგრამ თუ ეს
ყველაფერი საკმარისი არ არის, მიმართავენ „აქტიურ ქმედებებსაც“.
თუ საწყისად ავიღებთ იმას, რომ აიელთა მთავარი
მიზანი მშვიდობის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო, მაშინ მათ საღად შეაფასეს სიტუაცია და
თავიდან აიცილეს დამღუპველი ომი. მეტიც, კოლხებმა ზუსტად გათვალეს ყველა შესაძლო
შედეგი და მშვიდობიანი გამოსავალი იპოვნეს შექმნილი სიტუაციიდან, რითაც ორი
ცივილიზაციის დაძაბული ურთიერთობა დიალოგის ფორმატში დააბრუნეს. ამ გადასახედიდან
არგონავტების „გმირული მოგზაურობა“ შეიძლება მოგვეჩვენოს კოლხი მმართველების
დადგმულ სპექტაკლად, რომელსაც მათი ქვეყნისათვის კეთილი დასასრული აქვს. ნათელია
ისიც, რომ თავად წინამძღოლებს ბევრის დათმობა მოუწიათ ქვეყნის საკეთილდღეოდ,
მაგრამ თითოეულმა მათგანმა ღირსეულად იტვირთა და ზიდა თავისი წილი
პასუხისმგებლობა.
რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი იყო
მედეას როლი, თუმცა, ის სხვადასხვა ავტორის მიერ არაერთგვაროვნად არის შეფასებული.
საქართველოს ისტორიაში გვხვდება ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ აყენებენ ქვეყნის
ღირსეული შვილები პირად ბედნიერებაზე მაღლა სახელმწიფო საჭიროებისაგან გამოწვეულ
ვალდებულებებს. მედეას შემთხვევაშიც სწორედ იგივე სურათი წარმოგვიდგება.
ფაქტიურად, ის თანხმდება ქვეყნის ინტერესებისათვის აუცილებელ, პოლიტიკურ
ქორწინებაზე. ამ გმირი და ტრაგიკული ბედის მქონე ქალის მიერ გადადგმული მომდევნო
ნაბიჯებიც იმას ემსახურებოდა, რომ ბერძნებს ხელი აეღოთ აიასთან ომზე. იაზონისათვის
საიდუმლოებების გამჟღავნებაც არ იყო სამშობლოს ღალატი. ეს საქციელი სრულად ჯდება
მშვიდობისათვის ბრძოლის ჩარჩოებში, რადგან „არ შეიძლება ერთი ფორმის კოლონიალიზმის
უღელის გადაგდება იმისათვის, რათა მეორე, უფრო მძიმე ტირანიას გაეხსნას გზა“3. კოლხთა
მიზანი იყო მშვიდობის შენარჩუნება და ამისათვის მხოლოდ პელიასის შეცვლა იაზონით
საკმარისი არ იქნებოდა. უნდა შეცვლილიყო ბერძენთა მართვის სტილი, სახელმწიფო
სისტემა და მიზნები, რისთვისაც მეფე - იაზონი სხვა ტიპის მომზადებას საჭიროებდა. აქედან
გამომდინარე, მედეას პირადი ინტერესი, როგორც ქალისა და მეუღლისა, სრულად ემთხვევა
კოლხების სახელმწიფო ინტერესს და ისიც გულმოდგინედ ძერწავს მომავალი მეუღლისაგან
სრულყოფილ ვაჟკაცს, რომელიც შემდგომში კოლხური საზომით წარმატებული მეფე უნდა
გახდეს. აიაში ჩასული ელინი დამპყრობელი მედეას სწავლებების მეშვეობით
გარდაიქმნება, იძენს ისეთივე უნარებს, როგორიც აქვს მეფე აიეტს და „იმსახურებს“ ოქროს
საწმისს და მედეას. ასეთი ტიპის, განსწავლული და გამარჯვების შარავანდედით მოსილი,
სამშობლოში დაბრუნებული გმირი თანამემამულეთათვის მისაბაძი მაგალითი გახდებოდა.
ამგვარად, შეიცვლებოდა არა მხოლოდ მეფე, არამედ - მმართველობის სტილიც, სახელმწიფო
სისტემაც და მისწრაფებებებიც. ასეთად იკვეთება აიელთა მიზანი, რომლის მიღწევაშიც
მედეას განსაკუთრებული როლი არგუნა ბედმა.
მაგრამ უზურპატორი პელიასი სულაც არ აპირებდა
მიტაცებული ტახტის დათმობას, რამაც მედეას წინაშე შემდგომი ამოცანა წარმოშვა.
პელიასი არ იყო მხოლოდ მედეას ქმრის ტახტის მოცილე. ეს ტირანი მმართველი
წარმოჩინდება იმ კოლხეთისადმი მტრულად განწყობილი ძალების წინამძღოლად ელადაში,
რომლებიც აიაზე გალაშქრებას უჭერდნენ მხარს. შექმნილი სიტუაცია საპასუხო ნაბიჯების
გადადგმას მოითხოვდა. საჭირო იყო საბერძნეთში აიასადმი არსებული უარყოფითი მუხტის
შეცვლა, რათა საბოლოოდ აღმოფხვრილიყო ომის საფრთხე. მედეას ქმედებები აქაც ლოგიკურია.
მან მოაკვლევინა პელიასი, რითაც გაანეიტრალა იმ აგრესიის სათავე, რომელიც
კოლხეთთან ომისაკენ ისწრაფოდა და მოაშორა ხალხს დესპოტი მმართველი. ისიც უნდა ითქვას, რომ მის მიერ ტირანიის
წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი ძალაუფლების მიტაცება არ არის. თუ რატომ მიმართავს კოლხი
მეფის ასული ასეთ უკიდურეს ზომებს, ამას ნათელს ჰფენს მისი საქმიანობის მეორე
მხარე, რისთვისაც ის ელინთა მითოლოგიაში ღმერთების სიმაღლეზეა აყვანილი. მედეა იღვწის ელინთა ცხოვრების
გაუმჯობესებისათვის, შეაქვს მედიცინის ცნება მათ ცხოვრებაში, შიმშილისგან იხსნის
კორინთოს, ანუ არ „... ანთებს სანთელს და დგამს მას საწყაოს ქვეშ, არამედ
სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს“(მათე 5,15). ის, როგორც ჭეშმარიტი
ჰუმანისტი და მშვიდობისმყოფელი, წავიდა ელადაში, რათა გაეზიარებინა ბერძენთათვის
კოლხთა მიღწევები მიწათმოქმედებაში, მედიცინასა თუ სხვა სფეროებში და ამგვარად
შეეცვალა მათი მისწრაფებები. შედარებისათვის გადავხედოთ ნაწყვეტს პრეზიდენტ
კენედის მიმართვიდან, სადაც საუბარია „მშვიდობის კორპუსის“ საქმიანობის მიზნებზე:
„... ქვეყანაში არის მსხვერპლის გაღების მზადყოფნის მქონე ადამიანების უდიდესი
რეზერვი, რომლებიც მზად არიან, კაცობრიობის პროგრესს მიუძღვნან საკუთარი დრო, ძალა
და პირადი მისწრაფებები...“4 აქვე
უნდა გავიხსენოთ სხვა ორგანიზაციები და პროგრამები, რომლებიც იგივე საქმეს
ემსახურებიან, მაგ.: შეერთებული შტატების სახელმწიფო პროგრამა „პური
მშვიდობისათვის“, „ალიანსი პროგრესისათვის“ და ა. შ. კოლხთა სტრატეგია და მეთოდები
ანალოგიურია. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ცხადია, რომ არგონავტების მითი არ არის
სიყვარულით დაბრმავებული ქალის სამშობლოსათვის ღალატის ამბავი. პირიქით, მასში
ასახულია აიელთა კეთილგონიერების, გმირობისა და თავდადების ისტორია.
ალბათ მოვიდა დრო, რომ მედეას მოღვაწეობა ამ
გადასახედიდან შევაფასოთ და მოვაშოროთ მას სამშობლოს მოღალატის დამღა. საკმარისი
ცნობებია იმისთვისაც, რათა დავასკვნათ, რომ მედეა არის არა მარტო მედიცინის
ფუძემდებელი, არამედ პირველი „ექიმი საზღვრებს გარეშე“ და „მშვიდობის კორპუსის
პიონერი“. დიახ, ის წავიდა ელადაში იმიტომ, რომ სათავიდანვე დაეწმინდა
აბობოქრებული ნიაღვარი, რომელიც მის ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა და მან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა,
ააცილა სამშობლოს დამღუპველი ომი.
საინტერესო
ცნობებია კოლხეთში და იოლკოსში მედეას ცხოვრების შემდგომ პერიოდზეც, რომელიც კორინთოში
ვითარდება. ჯერ კიდევ ძვ. წ. 8 საუკუნის წყაროებში(ნაწილობრივ შემონახული ევმელოს კორინთოელის
ეპოსი „კორინთიანკა“5)
მოთხრობილია, რომ კორინთო მედეას მამის - აიეტის სამფლობელო ყოფილა და თავად კორინთოელებს
მიუწვევიათ მედეა მმართველად იოლკოსიდან. ამ პოემის შინაარსი სრულიად განსხვავებულია
ევრიპიდეს ან სხვა გვიანდელი ავტორების მიერ აღწერილი სურათისაგან. ჩვენთვის ყველაზე
საინტერესო არის ის, რომ, როდესაც მედეას გადაუწყვეტია კორინთოდან წასვლა მას სამეფო
ტახტი გადაუცია სიზიფესათვის! ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რით დაიმსახურა კოლხი დედოფლის
ნდობა ახალმა მეფემ? პასუხი სიზიფეს მითში უნდა იყოს და არის კიდეც.
1. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“, გვ. 126, 352-354; 127, 392-396.
3. პრეზიდენტ ჯონ კენედის საინაუგურაციო სიტყვიდან.
4.პრეზიდენტ კენედის მიმართვიდან კონგრესისადმი, 1. მარტი, 1961 წ.
http://www.e-reading-lib.org/chapter.php/132488/46/Pavsaniii_-_Opisanie_Ellady.html
6. გვ. 131-143, თავი VII, ტომი I, საქართველოს ისტორია, გამომცემლობა პალიტრა , 2012
6. გვ. 131-143, თავი VII, ტომი I, საქართველოს ისტორია, გამომცემლობა პალიტრა , 2012


