Sisyphus by_von Stuck
სიზიფეს* მმართველობის მეთოდებზე მსჯელობა შეგვიძლია მითის ეპიზოდების ანალიზზე დაყრდნობით.
მისი დაპირისპირება ავტოლიკოსთან ქურდობასთან ბრძოლის მაგალითია. სიზიფემ დაუნიშნა
საკუთარ საქონელს ჩლიქები, მიჰყვა მათ ნაკვალევს, ამხილა ქურდი და დაიბრუნა უკან
თავისი ქონება. ანუ, ის თავის სამეფოში ქურდობას ებრძოდა, რაც თავისთავად დადებითი
მოვლენაა.
მეორე ეპიზოდია, სადაც სიზიფე სიკვდილის ღმერთს,
თანატოსს ატყვევებს, ამსხვრევს მის ძალაუფლებას და შედეგად მის სამეფოში აღარავინ
კვდება. როგორც თქმულება მოგვითხრობს, როდესაც ეს ომის ღმერთმა, არესმა გაიგო, არ
მოეწონა, რომ ბრძოლის ველზე ხალხი აღარ იღუპებოდა. მან გაათავისუფლა თანატოსი და
სიკვდილის ღმერთმაც განაგრძო თავისი საქმიანობა. თავად სიზიფე კი ომის ღმერთმა
„ჩრდილების სამეფოში“ გაიტაცა, სადაც მისი სასჯელი იყო ლოდის ატანა მთაზე.
მწვერვალზე ასული მედეას მემკვიდრე წონასწორობას ვერ უნარჩუნებს ქვას, რომელიც
კვლავ დაბლა გორდება. ამის გამო ყველაფერი თავიდან იწყება და ასე გრძელდება
უსასრულოდ. გადატანითი მნიშვნელობით, სიზიფეს შრომას უწოდებენ უმძიმეს,
დაუსრულებელ და უშედეგო საქმიანობას.
ანუ, სიზიფე ებრძვის ქურდობას, სიკვდილიანობას და ომიანობას, რაც უკვე ერთგვარი კვანძის გახსნაა. სიზიფე მედეას
ღირსეული მემკვიდრე და თანამებრძოლია. ორივე მათგანი მშვიდობისა და პროგრესისათვის
იბრძვის და ერთი ფილოსოფიის მატარებლები არიან. ლოდის ეპიზოდი მათი საქმიანობის
შემაჯამებელ სურათად წარმოჩინდება. მშვიდობა ძალიან ფაქიზი რამ არის, რომელსაც
წონასწორობის ოდნავი დარღვევაც კი ანგრევს და ისევე, როგორც მთის მწვერვალზე
ატანილი ლოდის შემთხვევაში, მშვიდობისათვის ბრძოლაც უმძიმეს, დაუსრულებელ და
თითქოს უშედეგო საქმიანობად წარმოგვიდგება. ასე იყო იმ, უძველეს ეპოქაშიც, მედეასა
და სიზიფეს მცდელობების მიუხედავად, ლოდი დაგორდა და მოხდა ტროას ხანგრძლივი ომი.
მედეას ეპოქის ასეთი სურათი იხატება „ცივი ომის“
გადსახედიდან და ბევრი პარალელის გავლება შეიძლება დღევანდელობასთანაც. ბრძოლა
მშვიდობისა და პროგრესისათვის მუდმივი და უმძიმესი პროცესია. ამის მიუხედავად,
ყველა ეპოქაში მაინც გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც მედეასა და სიზიფეს მსგავსად
მაინც ასრულებენ ამ ერთი შეხედვით ფუჭ სამუშაოს. „...როცა ასეთ მთას ეჭიდები,
იოსებივით გინდა გახვრიტო, როცა გინდა ეს ხელახლა მოუთხრო ახალგაზრდობას, თაობებს,
ჩასწვდე, განიცადო, როგორც ცეცხლი და ჰაერი, - როცა ეს მთელი სიცოცხლის საქმეა, -
უნებურად დაფიქრდები, დაეჭვდები: სიზიფეს შრომას ხომ არ ვეწევიო? და მაინც
გიზიდავს მიუწვდომელი. ჩანს ყოველ ჩვენთაგანშია სიზიფეს სისხლის წვეთი... დაე,
იყოს ასე! ჩვენც ვღვაროთ ოფლი სიზიფეს ლოდზე, რასაც ხავსი არ ედება! და თუ ის
კვლავ დაგორდება, კვლავაც ავზიდოთ! ვინმე ხომ აზიდავს? უსათუოდ უნდა ავზიდოთ! ლოდი
მწვერვალზე უნდა იყოს. იქ მზეა, კოლხეთის მეფის მამა მშობელი!“** ამ საქმეს ემსახურებოდნენ ილია ჭავჭავაძე და
მისი თანამოაზრეები IXX
- XX საუკუნეების მიჯნაზე, იგივე ამოცანები იდგა
დასავლეთის ქვეყნების წინაშეც „ცივი ომის“ პერიოდში. სამწუხაროდ, ანალოგიური
პრობლემების წინაშე დგას დღევანდელი საქართველოც.
ამრიგად,
ანტიკური მითოლოგიის შედევრები, რომლებიც მედეას დროის მოვლენებს აშუქებენ, მართლაც
ნისლია, რომლითაც შეფუთულია მთავარი - დღევანდელი ევროპის არეალში მცხოვრები, იმ დროისათვის
ყველაზე განვითარებული ცივილიზაციების დიალოგისა და თანამშრომლობის ისტორია, ცოდნისა
და სხვა ფასეულობების გაცვლა-გამოცვლის უძველესი მაგალითი, რაც თანამედროვე ევროპის
ჩამოყალიბებას უყრიდა საძირკველს. ეს მარადიული პროცესი დიდი ხანია გასცდა ევროპის
საზღვრებს და დღესაც გრძელდება. ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოზე
ბევრი „დინება“ გადის და ისევე, როგორც შორეულ წარსულში, გვჭირდება მათი დაწმენდა და
სწორ კალაპოტში მიშვება, აგრეთვე, „საწმისი“, რომელიც ოქროს ტალახისაგან გამოარჩევს.
* აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 448.
** იქვე, გვ. 9.

Coin Casino Review: Is A Scam or Legit? - Casinoworld
ReplyDeleteThe fact that the coin casino review has not revealed a legitimate platform is a testament to the strength of the online gaming sector. It's not quite 🥇 Best crypto casino: Bovada🥇 Top mobile casino: PlayOJO🥇 Best bingo site: MrLuck 코인카지노 가입
How to get to Joka Casino in Mysuru - KT Hub
ReplyDeleteDirections to Joka Casino (Mysuru) 세종특별자치 출장샵 with 춘천 출장마사지 public transportation. The 제천 출장마사지 following transit lines have 보령 출장안마 routes 원주 출장마사지 that pass near Joka Casino