Translate

Friday, September 20, 2013

4. კოლხეთი

ლომის ფიგურა საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Colchian lion, 3000 BC

ძველ ელინურ წყაროებში საკმარისი ცნობებია კოლხეთის სახელმწიფო მოწყობის შესახებაც. ჩვენ ძირითადად ვიხელმძღვანელებთ აპოლონიოს როდოსელისარგონავტიკითრომელშიცყველაზე უფრო ვრცლად და თანამიმდევრულადაა დამუშავებული თქმულება ოქროს საწმისზე“*(აქვე, გვინდა მადლიერებით მოვიხსენიოთ ამ ნაწარმოების ქართული ვარიანტის ავტორები - აკაკი გელოვანი და აკაკი ურუშაძე, რომლებმაც ასეთი დიდებული ნაშრომი გვაჩუქეს ქართველ მკითხველებს).

ფრიქსეს ისტორია ცხადყოფს, რომ კოლხეთი სამართლიანი და ტოლერანტული ქვეყანა იყო, სადაც თავშესაფარს და ბედნიერებას პოულობდნენ უსამართლობას გამოქცეული უცხოელები. იმის დასადგენად, თუ რატომ არჩია ელინმა უფლისწულმა აიაში ცხოვრება, უნდა გავერკვეთ ამ სახელმწიფოს სისტემის არსში. ფრიქსემ ოქროს ვერძის სახით კოლხეთში ჩაიტანა რაღაც პროგრესული, მაგრამ აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ბერძნული ოქროს ვერძი გადაიქცევა კოლხურ ოქროს საწმისად. ანუ, კოლხები არ აკეთებენ ფრიქსეს სისტემის პირდაპირ კოპირებას. ისინი კიდევ უფრო შორს მიდიან, ახდენენ მის ადაპტირებას და დახვეწას.

განსხვავდებიან ბერძენი და კოლხი მმართველებიც. აიეტის დავალებამ, „დილაადრიან შევაბამ ხარებს, ვხნავ, ვთესავ, ვებრძვი ძალუმ მეომრებს, ხოლო მწუხრის ჟამს ვამთავრებ ხვნასა, მკასა და ცელვას მეომრებისას, ხომ არ მოახდენ შენც ამ გმირობას?“**, თავზარი დასცა ელინ სტუმრებს. ნათელი, რომ კოლხებისათვის გმირობა მხოლოდ საბრძოლო ოსტატობას არ ნიშნავს. მხცოვანი მეფეც კი საომარ ხელოვნებასთან ერთად ფლობს სამეურნეო და სამედიცინო ცოდნასაც, რაც მას სულ სხვა სიმაღლეზე აყენებს. ბერძენი გმირებისათვის უცხოა მიწის დამუშავების კოლხური ტექნოლოგიები, „ცეცხლისმფრქვეველი ხარებიდაადამანტის გუთანი“. იაზონიც მხოლოდ მედეას დახმარებით ასრულებს დავალების პირობებს.

საყურადღებოა არგონავტების მითის ეს და სხვა ეპიზოდები, სადაც საუბარია ჰეკატეს ტაძარსა და მის მთავარ ქურუმ მედეაზე, რადგან  ისინი ძალზედ საინტერესო კუთხით წარმოაჩენენ კოლხური სახელმწიფო მოწყობის დეტალებს. როგორც ჩანს, ეს ტაძარი იყო მთავარი საკულტო და საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც იყრიდა თავს ყველა ის სიბრძნე და ფასეულობები, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასევე, საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის აღწერილი „იბერიისა და კოლხეთის სახელმწიფო წესწყობილება“: „იბერიის უზენაესი მმართველობის უფლება ერთ საგვარეულოს ეკუთვნოდა. ამ საგვარეულოს უფროსი წევრი, მაშასადამე მამასახლისი, იმავე დროს ქვეყნის მეუფედ ითვლებოდა. ... მეუფე-მამასახლისის მომდევნო საგვარეულოში ქვეყნის მთავარ-მსაჯულად და მხედართმთავრად ითვლებოდა. ხოლო საერთაშორისო საქმეები ამ დროს ქურუმების ხელში ყოფილა***.

ანტიკური დროის ავტორები მედეას აღწერისას აღნიშნავენ, რომ ის სხვა მრავალ სიბრძნესთან ერთად დახელოვნებულიაჯადოსნობაშიც“, რაც გამოიხატებოდა ადამიანთა გამოჯანმრთელებაში, „მოხუცთათვის სიჭაბუკის დაბრუნებაშიდა . . იაზონის მაგალითზე ცხადი ხდება, თუ რა თემებზე მიდიოდა მუშაობა კოლხეთის „Brain Trust”****-ში. ელინი უფლისწული მედეას დახმარებით ეზიარება იმ სიბრძნეს, რაც საჭიროა აიეტის დავალების შესასრულებლად. მისი წამლების მეშვეობით აღწევს წარმატებას, გადალახავს ყველა ბარიერს დაგაიტაცებს ოქროს საწმისს“. კოლხი მეფის ასული ეხმარება იაზონს მიზნის მისაღწევად აუცილებელი, გონებრივი და ფიზიკური უნარების შეძენაში. ამ ეპიზოდიდან ნათლად ვლინდება აიელთა სწავლებების დანიშნულება - ადამიანისათვის, როგორც დოვლათის შემქმნელი და მომპოვებელი მანქანისათვის, უკეთესი შედეგების ჩვენებაში დახმარება. მკაფიოდ არის გამოკვეთილი, თუ რა სიმაღლეზეა აყვანილი კოლხეთში ეს მოძღვრება - ადამიანი და მასზე ზრუნვა. ცხადია ამ ყოველივეს მიზანიც - ადამიანის სრულყოფა, რაც დოვლათის სიუხვის საწინდარია.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კოლხური სახელმწიფო სისტემა არა მხოლოდ იღებდა პროდუქტს მოქალაქეებისაგან, არამედ ზრუნავდა კიდეც მათზე, მათ ჯანმრთელობასა თუ განათლებაზე, ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაზე და სხვა. ეს ხელს უწყობდა ადამიანებს საუკეთესო შედეგების ჩვენებაში და სავარაუდოა, რომ სწორედ ასეთი აზროვნების, ცხოვრების წესისა თუ ფილოსოფიის განსახიერება იყოოქროს საწმისი“.

როგორც ცნობილია, კოლხეთში ცხვრის ტყავს, ანუ საწმისს, მდინარიდან ოქროს მოსაპოვებლად იყენებდნენ. მაგრამ ის, რომ ასე ჰქონდათ ოქროს საწმისი გაფეტიშებული აიაში, იძლევა შემდგომი დასკვნის საფუძველს: სავარაუდოდ, ოქროს საწმისი, როგორც ყველაზე ძვირფასი პროდუქტის მოპოვების ტექნოლოგია, გახდა სიმბოლო იმ სახელმწიფო სისტემისა, რომლითაც ცხოვრობდა მაშინდელი კოლხეთი. ადრეულ სისტემებში, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, დოვლათის შემქმნელებად ფიგურირებენ შინაური ცხოველები და ფრინველები, რომლებიც მითიური არსებების სახით არიან წარმოდგენილი. თავის მხრივ, მათგან მიღებული საქონელიც სიმბოლურად არის ოქროს, როგორც იმ დროის ყველაზე ძვირფასი პროდუქტის, სახით ნაჩვენები. ყველა მსგავს შემთხვევაში ეს არის ბუნებისგან ბოძებული სისტემა და მისი პროდუქტი. კოლხური სისტემა ამ მხრივ რევოლუციურია, რადგან აქ ჩნდებასაწმისი“ - ადამიანის გამოგონილი ხელსაწყო, გნებავთ ტექნოლოგია. ამ სისტემაში ცენტრალური ფიგურა უკვე არის უფრო მაღალ შედეგებზე ორიენტირებული, განათლებული ადამიანი, რომელიც მეტი დოვლათის მისაღებად თავადვე იგონებს და მართავს ახალ სისტემებსა თუ ტექნოლოგიებს, რითაც ადამიანისა და გარე სამყაროს ურთიერთობა სულ სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე ადის. კოლხებისათვის ის აღარ არის რაღაც იდუმალი, მათ დაწყებული აქვთ მუშაობა ბუნების წიაღში და საკუთარ თავში არსებული შესაძლებლობების შესაცნობად, იკვლევენ, სწავლობენ და საკუთარი შექმნილი ტექნოლოგიებით ახდენენ პროდუქტის მოპოვებას:

ელინური სისტემა                                           კოლხური სისტემა

ოქროს ვერძი à ოქროს მატყლი           ოქროს ვერძი à ოქროს საწმისი à ოქრო

შედეგის ჩვენება აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ბუნებისგან ბოძებულ მზა სისტემებზე(ცხოველები, ფრინველები და . .). კოლხებს დაწყებული აქვთ მუშაობა ტექნიკური საშუალებების, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებისა და ცოდნის სრულყოფისათვის. დოვლათის მოპოვების ბარაქაც მათ განათლებასა და ოსტატობაზე ხდება დამოკიდებული. ელინთა სახელმწიფო სისტემისგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო სალაროს შევსების ძირითადი წყარო დაპყრობითი ომებიდან მიღებული ნადავლია, კოლხეთშიოქროს მოპოვებისსრულიად საპირისპირო მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. აქ ადამიანს დოვლათის სიუხვისათვის განსხვავებული მომზადება მოეთხოვება და ისიც სულ უფრო მეტად ხვეწს ტექნიკურ საშუალებებს, საკუთარ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.

როგორც ჩანს, ოქროს საწმისიც უფრო მეტი დატვირთვის მატარებელი იყო. იგი არ არის მხოლოდ ოქროს ვერძის ოქროს ტყავი, არც მხოლოდ მდინარიდან ოქროს მოპოვების ტექნოლოგია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მასში კოლხებმა განასახიერეს საკუთარი სახელმწიფო მოდელი, სამყაროს თავიანთი ხედვა და ფილოსოფია, რომელიც იყო მოქალაქეთა ცხოვრებისა და აზროვნების წესი, მოიცავდა ყველა სფეროს და ჩამოყალიბებული იყო მმართველობის სისტემად - მოქალაქეები წყალივით გაედინებიანსახელმწიფო ოქროს საწმისში“, სადაც ოქროს სახით ილექება მათ მიერ შექმნილი დოვლათი. თავის მხრივ, თითოეულ მოქალაქეშიციდება ოქროს საწმისი“(ჯანდაცვა, განათლება, ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა...) და რაც უფრო ოსტატურად იქნება ეს გაკეთებული, მით მეტია სარგებელი - „ოქრო“. მსგავსი სისტემები აქტუალური თემა იყო ყველა ეპოქაში. შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ შუა საუკუნეების ტექნოლოგიურ რევოლუციასთან ევროპაში და ადამ სმითის ცნობილ თეორიასთან, სადაც ერთმანეთთან არის გაიგივებული საზოგადოებისათვის სასარგებლო ადამიანი და მომგებიანი საწარმო.

თუ როგორ ხდებოდა ამ მოძღვრების და სახელმწიფო მოწყობის სისტემის რეალობაში დანერგვა და მატერიალიზაცია, ამაზე ნათლად მოგვითხრობს აპოლონიოს როდოსელისარგონავტიკა“. მასში აღწერილია კოლხეთი, სადაც გვხვდებაფაზისი - რიონი თავის 120 ხიდით, საქართველოს სანაოსნო ჭიშკარი“*****, ნატიფი არქიტექტურა, განვითარებული მიწათმოქმედება, მიწიდან მადანის მოპოვება და დამუშავება, ნაოსნობა, ვაჭრობა, მედიცინა და . . აიეტის მიცემული დავალებით ბერძენი გმირების შეცბუნება ცხადყოფს, რომ აიაში მიწის სწრაფი და ეფექტური დამუშავების ელინთათვის უცნობ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. ამ სისტემის სხვა მიღწევებიც ნათლად იკითხება. ასეთ მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ: ზემოთ ნახსენები ცეცხლის მფრქვეველი ხარები და ადამანტის გუთანი მიწათმოქმედებაში, „ოქროს საწმისისმცველი დრაკონი და მისი კბილებიდან აღმოცენებული უძლეველი მეომრები(თავდაცვის სისტემები), ამ ორივე სფეროსთან დაკავშირებული მადანის მოპოვებისა და დამუშავების ხერხები, მკურნალობის მეთოდები(თანამედროვე მედიცინის საძირკველი) და რაღა თქმა უნდა, ცხვრის ტყავის მეშვეობით მდინარიდან ოქროს მოპოვების ხერხი, რაც ამ მოძღვრებისაისბერგის მწვერვალია“.
ამრიგად, კოლხური სახელმწიფო სისტემის მონახაზი, სადაც ასახულია მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება და ვალდებულებები, შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

სახელმწიფო უქმნის მოქალაქეებს ხელსაყრელ პირობებს ცხოვრებისა და საქმიანობისათვის, ზრუნავს მათ განათლებაზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვაზე, ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაზე; - მოქალაქეები ხვეწენ თავიანთ გონებრივ და ფიზიკურ უნარებს, წარმოების ტექნოლოგიებს, ქმნიან ინტელექტუალურ და მატერიალურ პროდუქტს; - შექმნილი დოვლათის აკუმულირება ხდება სახელმწიფოს მიეროქროს საწმისში“; - სახელმწიფო კი ამ რესურსებს მიმართავს მოქალაქეთათვის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნისაკენ... და . .


სახელმწიფო à უკეთესი პირობები მოქალაქეთათვის à მოქალაქე à მეტი და უკეთესი

პროდუქტი à სახელმწიფო à ...

შეიძლება ითქვას, რომ ასეთ პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის მოწყობის სქემა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს სისტემის მსგავსია. ალბათ, ძალზედ ძნელი იქნებოდა მისთვის ოქროს საწმისზე უკეთესი სიმბოლოს პოვნა, რადგან ის ზედმიწევნით ზუსტად განასახიერებს კოლხთა მისწრაფებებს, სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთდამოკიდებულებას, ტოლერანტობას და მშვიდობიან თანამშრომლობას მეზობელ ცივილიზაციებთან, იმის მზაობას, რომ უცხო და პროგრესული გაიცნონ, მიიღონ, კიდევ უფრო დახვეწონ და მოარგონ საკუთარ ტრადიციებს. ასეთად წარმოჩინდება ამ კუთხით კოლხეთი და რა გასაკვირია, რომ ელადიდან ტირანიას გამოქცეულები სწორედ იქ პოულობდნენ თავშესაფარს.

თუმცა, მითი არგონავტების შესახებ მხოლოდ ამის შესახებ არ მოგვითხრობს. მკაფიოდ ჩანს, რომ უცხო კულტურებთან დიალოგი მრავალ სიკეთესთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ნათლად იკვეთება, საქართველოს, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნის, საგარეო პრობლემების კონტურებიც.


*            აპოლონიოს როდოსელისარგონავტიკა“, გვ. 14.
**           იქვე, გვ. 128.
***          ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი I, თავი IV, § 2.
****         http://en.wikipedia.org/wiki/Brain_Trust
*****        აპოლონიოს როდოსელისარგონავტიკა“, გვ. 31.

No comments:

Post a Comment