Ancient roman fresco found in Pompeii, now in the Archaeological Museum in Naples
ფრიქსეს მითის ანალიზისას უნდა გავიხსენოთ ოქროს ვერძის მსგავსი დატვირთვის მქონე პერსონაჟები, რომლებიც სხვა ერების თქმულებებშიც გვხვდება, მაგალითად: ოქროს კვერცხის მდებელი ფრინველები, იქნება ეს ბატი, ქათამი თუ სხვა. მათი არსი ყველგან მსგავსია და არის სიმბოლო ბუნებისაგან ბოძებული დოვლათის მომცემი სისტემისა. ისევე, როგორც ოქროს ვერძის შემთხვევაში, მათგან მიღებული პროდუქტიც, ასევე სიმბოლურად, ოქროს სახით არის წარმოდგენილი:
ოქროს ვაშლის ხე à ოქროს ვაშლი იგივეა, რაც ოქროს ბატი à ოქროს კვერცხი იგივეა, რაც
ოქროს ვერძი à ოქროს მატყლი
ნათელია, ისიც, რომ საკუთარ სამშობლოში შევიწროებული ელინი წარჩინებული გადადის მისთვის მისაღები პირობების მქონე ქვეყანაში და მიჰყავს „ოქროს ვერძიც“. კოლხეთში „ლტოლვილთა მფარველი ზევსის“ არსებობა ადასტურებს, რომ ფრიქსეს მაგალითი არ იყო რაღაც გამონაკლისი. ალბათ, მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებამ მოიტანა ასეთი სალოცავის არსებობა. ცალსახად იკითხება, რომ კოლხეთი სამართლიანი და ტოლერანტული ქვეყანა იყო, სადაც თავშესაფარს და ბედნიერებას პოულობდნენ უსამართლობას გამოქცეული უცხოელები.
ასევე ცხადია, რომ ადამიანებთან ერთად ხდებოდა კაპიტალის, ცოდნისა და ტექნოლოგიების მიგრაციაც, ანუ მიმდინარეობდა დიალოგი ამ ორ ცივილიზაციას შორის. არგონავტების მითი სწორედ ამ პროცესის შემდგომი საფეხური იყო. მოვლენათა ამგვარი განვითარება და ანალიზი ნათელს ჰფენს იმას, რომ კოლხეთში უცხოელთათვისაც კი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის საუკეთესო პირობები იყო. ამიტომ, აქვე შევეცდებით, მოვახდინოთ ამ ორი დაპირისპირებული მხარის სახელმწიფო ინტერესების, წყობისა თუ მიზნების დახასიათება და შედარება.
* აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ.
506.
** იქვე, გვ.
501.

No comments:
Post a Comment